ელ-ფოსტა:t.gvazava@gclolegal.com
Phone +995 555 34 85 57
თეიმურაზ გვაზავა არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი. საუნივერსიტეტო
საქმიანობის ფარგლებში იგი საფუძვლიანად შეისწავლის სამოქალაქო სამართლის
მიმართულებას, არის რამდენიმე სტატიის, პუბლიკაციისა და სამეცნიერო კონფერენციის
ავტორი.
თეიმურაზი ეწევა აქტიურ აკადემიურ საქმიანობას, სხვადასხვა დროს მონაწილეობდა
იმიტირებულ სასამართლო პროცესებში ეროვნულ თუ ადგილობრივ დონეზე .
მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან და არის
ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ პროექტა არაერთი ნომინაციის გამარჯვებული.
ადმინისტრაციულ ორგანოსა და იურიდიულ ოფისში გავლილი სტაჟირებები მას
საშუალებას აძლევს სრულფასოვანი კონსულტაცია გაგიწიოთ შრომის, საოჯახო,
საკორპორაციო, სანივთო, სახელშეკრულებო და ადმინისტრაციული სამართლის
მიმართულებით.
შედეგად თეიმურაზს დაუგროვდა ხელშეკრულების, სარჩელისა და ადმინისტრაციული
საჩივრის შედგენის ფუნდამენტური ცოდნა და გამოცდილება, რაც ამარტივებს
სამართლებრივი სირთულის სწრაფი გადაჭრის პროცესს.
თეიმურაზს შეუძლია მაღალკვალიფიციური იურიდიული მომსახურება შემოგთავაზოთ
როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე.