
ელ-ფოსტა:t.gvazava@gclolegal.com
Phone +995 568 737 288
ევგენია მანუკოვი გურამ ჩადუნელის იურიდიული ოფისის იურისტია,
რომელიც საქმიანობას ადმინისტრაციული და კერძო სამართლის
მიმართულებებით ახორციელებს. მისი სამუშაო სფეროებია შრომის,
სახელშეკრულებო, საოჯახო და მემკვიდრეობითი, კორპორაციული და მიწის
სამართლის მიმართულებები.
ევგენიამ წარჩინებით დაასრულა სამართლის საბაკალავრო პროგრამა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ამჟამად სწავლას აგრძელებს
ამავე უნივერსიტეტში კერძო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე.
მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს საქმიანობას სხვადასხვა
იურიდიულ ოფისში, აგრეთვე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა
ასოციაციაში (GYLA), ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული დახმარების
ცენტრსა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციაში.
ევგენია არის ასევე არაერთი სამართლებრივი კვლევის ავტორი შრომის
სამართლისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროებში და
ამავდროულად ასრულებს ჟურნალის „თანამედროვე შრომის სამართლის
მიმოხილვა“ მთავარი რედაქტორის ასისტენტის მოვალეობებს 2023 და 2024
წლების გამოცემებში.
საკუთარი მშობლიური ქართული ენის გარდა, ევგენია სრულყოფილად
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.