ka+995 555 34 85 57
·
info@gclolegal.com
FREE CONSULTANT
Mon - Fri 09:00-18:00
Leading
Law Firm in Georgia
Have Won Over
100+ Cases
Trusted By
200 + Clients

ზურა ზაუტაშვილი

ასოცირებული

Email მისამართიz.zautashvili@gclolegal.com

ტელეფონი  +995 598 58 14 05

ბიოგრაფია

ზურა ზაუტაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის
იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. იგი პრაქტიკას კერძო სამართლის
მიმართულებით ახორციელებს და მისი იურიდიული საქმიანობის ძირითადი
მიმართულებებია სახელშეკრულებო სამართალი, საოჯახო და მემკვიდრეობითი
სამართალი, შრომის სამართალი, სანივთო სამართალი და საკორპორაციო სამართალი.

იგი მუშაობდა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაში სადაც მისი ძირითადი
ფუნქცია-მოვალეობები მოიცავდა სარჩელებისა და საჩივრების, შესაგებლების,
შეთანხმებების მომზადებას, მნიშვნელოვანი სამართლებრივი საკითხების კვლევასა და
შესაბამისი დასკვნების მომზადებას, ხელშეკრულებათა რევიზიას და სამართლებრივი
რეკომენდაციების გაცემას.

ბატონი ზურა კომპანიის კლიენტებს წარმოადგენს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ
სასამართლოებში, მისი საქმიანობის სფერო ასევე მოიცავს საპროცესო, სამეწარმეო და
პერსონალური მონაცემების დაცვის სამართალს. მის მოვალეობებში შედის სარჩელების,
შესაგებლის, საჩივრების მომზადებას, სხვადასხვა სახის სამართლებრივი
დოკუმენტების წერასა და ანალიზს, სამართლებრივი საკითხების კვლევას.

სწავლის პარალელურად, იგი აქტიურად იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა
სახის საგანმანათლებლო პროექტებში, სამართლის სკოლებსა და შეჯიბრებებში.

მშობლიური ქართული ენის გარდა, ის პროფესიულ დონეზე ფლობს ინგლისურ ენას,
ხოლო სასაუბრო დონეზე გერმანულსა და რუსულს.

გამოცდილება

  • Estate Planning
  • Business and Corporate Law
  • Contract Law
  • Real Estate Law