
2023 წლის 29 ნოემბერს ქუთაისის უნივერსიტეტში გაიმართა სამეცნიერო-პრაქტიკული ფორუმი შრომის სამართალში, სადაც მონაწილეობა მიიღო „გურამ ჩადუნელის იურიდიულმა ოფისმა“.
ღონისძიების ფარგლებში დამსწრე აუდიტორიისთვის წარდგენილ იქნა “თანამედროვე შრომის სამართლის ცენტრი/ Center for Contemporary Labour Law” -ის მიერ გამოცემული ჟურნალის „თანამედროვე შრომის სამართლის მიმოხილვის“ 2022 წლის ნომერი, სადაც თავს იყრის სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლების სტატიები შრომის სამართლის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით და მათ შორის გურამ ჩადუნელის ოფისის სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა შორმით და ბიზნეს დავებზე. აღსანიშნავია რომ ჟურნალი გამოიცა ჩვენი კომპანიის ფინანსური მხარდაჭერით.
ჩვენი ადვოკატების მიერ აღნიშნულ ფორუმზე განხილულ იქნა ისეთი მშნივნელოვანი თემები, როგორებიცაა: შრომითსამართლებრივი დავების წარმართვის სპეციფიკა სასამართლოში, ჩვენი იურიდიული ოფისის პრაქტიკაში არსებული შრომითი დავების მოკლე მიმოხილვა და უახლესი სასამართლო პრაქტიკა შრომით დავებზე.
“გურამ ჩადუნელის იურიდიულ ოფისსა” და “UNIK • ქუთაისის უნივერსიტეტი • Kutaisi University”-ს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანია ერთობლივი პროექტების, მათ შორის კვლევითი პროექტების, კონფერენციების, ტრენინგებისა და სხვა ღონისძიებების განხორციელება, სტუდენტთა პროფესიული განვითარების უზრუნველსაყოფად.