აღნიშნულ დავაში ჩვენი კომპანია იცავდა მოსარჩელე მხარის ინტერსებს სასამართლოში. დავის საგანს წარმოადგენდა მოპასუხისთვის ნარდობის ხელშეკრულბიდან გამომდინარე თანხის დაკისრება.

საქმე თავისი არსით განსაკუთრებული სირთულით გამოირჩეოდა როგორც სამართლებრივი თვალსაზრისით, ასევე მტკიცებულებების სიმწირის კუთხით. ჩვენი იურისტების მაქსიმალური ძალისხმევით სასამართლომ სარწმუნოდ ჩათვალა ჩვენ მიერ მოპოვებული მტკიცებულებები სარჩელის სრულად დაკმაყოფილებისთვის. მოპასუხე მხარეს დაეკისრა ჩვენი კლიენტის სასარგებლოდ ჯამში 8 000 000 (რვა მილიონი) ლარის გადახდა.
აღნიშნული დავის ფარგლებში მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა შეგებებული სარჩელი, სადაც დავის საგანს წარმოადგენდა პირგასამტეხლოს დაკისრება მოპასუხის სასარგებლოდ. აღნიშნული გარემოება ორმაგად დიდ მნიშვნელობას სძენდა საქმის ჩვენი კლიენტის სასარგებლოდ დასრულებას, რამეთუ წინააღმდეგ შემთხვევაში თავდაპირველი მოსარჩელე ვალდებული იქნებოდა გადაეხადა მოპასუხისთვის გარკვეული ოდენობის თანხა.
ყველა სხვა გარემოებასთან ერთად, აღსანიშნავია რომ ჩვენ მიერ სამჯერ იქნა მოთხოვნილი მოპასუხის ქონებაზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, საიდანაც სასამართლომ ყველა შემთხვევაში გაიზიარა ჩვენი (მოსარჩელის) პოზიცია და აეკრძალა მოპასუხეს მის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება ან/და უფლებრივად დატვირთვა.