auka+995 555 34 85 57
·
info@gclolegal.com
FREE CONSULTANT
Mon - Fri 09:00-18:00
Leading
Law Firm in Georgia
Have Won Over
100+ Cases
Trusted By
200 + Clients

სამეცნიერო ჟურნალი ,,თანამედროვე შრომის სამართლის მიმოხილვა’’-ს გამოცემა

   მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ,,გურამ ჩადუნელის იურიდიუი ოფისი“-ს ფინანსური მხარდაჭერით დაიბეჭდა და გამოიცა სამეცნიერო ჟურნალი ,,თანამედროვე შრომის სამართლის მიმოხილვა’’. აღნიშნული ჟურნალი წარმოადგენს ა(ა)იპ ,,თანამედროვე შრომის სამართლის ცენტრი“-ს ყოველწლიურ გამოცემას და მასში თავმოყრილია აკადემიური სფეროს წარმომადგენლების სტატიები შრომის სამართლის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით. სიახლეს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ პირველად აღნიშნული ჟურნალის არსებობის ისტორიაში, მასში წარმოდგენილია იურიდიული კომპანიის, კერძოდ „გურამ ჩადუნელის იურიდიული ოფისი“-ს პრაკტიკის მიმოხილვა რამდენიმე სამართლებრივად რთულ შრომით და ბიზნეს დავებზე.
    ჟურნალის პრეზენტაცია გაიმართა 2022 წლის 31 მაისს ალტე უნივერსიტეტში – Alte University. ღონისძიებას ესწრებოდნენ სააპელაციო და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აკადემიური სფერსო წარმომადგენლები და სტუდენტები. აღნიშნულ ღონისძიებაზე ასევე ხელი მოეწერა ,,გურამ ჩადუნელის იურიდიულ ოფისსა’’ და ,,თანამედროვე შრომის სამართლის ცენტრი’’-ს შორის ურთიერთანამშრომლობის მემურანდუმს, რომლის ფარგლებში ერთობლივი ინიციატივით განხორციელდება სხვადასხვა სასწავლო-საგანმანათლებლო ღონისძიებები. გარდა ზემოთაღნიშნულისა, ჩვენი კომპანია Pro bono საქმიანობის ფარგლებში უსასყიდლოდ გაუწევს იურიდიულ მომსახურებას იმ პირებს, რომლებიც სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართავენ ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციას.
     კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ რომ მოხარულები ვართ ა(ა)იპ „თანამედროვე შრომის სამართლის ცენტრი“-სთან დაწყებული ურთიერთობით და გვჯერა რომ აღნიშნული ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება.

შემთხვევითი პოსტები

დატოვეთ კომენტარი